მთავარი ევროპა ნიდერლანდები ნიდერლანდების სასამართლომ კომენდანტის საათის გააუქმების გადაწყვეტილება მიიღო

ნიდერლანდების სასამართლომ კომენდანტის საათის გააუქმების გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათი უნდა გააუქმოს, რადგან ის ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას. მოგვიანებით სასამართლოს ზედა ინსტანციამ დაადგინა, რომ კომენდანტის საათი ძალაში 19 თებერვლამდე უნდა დარჩეს, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნიდერლანდებში კომენდანტის საათი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად 23 იანვარს გამოცხადდა, რამაც ქვეყანაში რამდენიმე დღიანი არეულობა გამოიწვია. შეზღუდვების მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება მათ პირად თავისუფლებას ზღუდავს.

გასულ კვირას ნიდერლანდების ხელისუფლებამ კომენდანტის საათი 3 მარტამდე გაახანგრძლივა.

უახლესი

სხვა ამბები