მთავარიCOVID-19ერთი სტუდენტის ამბავი

ერთი სტუდენტის ამბავი

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, 22 წლის სოფო ჭყონია, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის პისიარტესტებს იკვლევს. ეპიდემიოლოგობა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე გადაწყვიტა, კოვიდ-19-მა კი, როგორც ამბობს, შანსი მისცა, რომ კიდევ უფრო დარწმუნებულიყო საკუთარი არჩევანის სისწორეში.

 
„ეპიდემიოლოგიის განხრით ჩავაბარე იმიტომ, რომ ჩემი ოცნებაა, ვიმუშაო ეპიდემიოლოგად არასამთავრობო ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრების გარეშე“.  სანამ პანდემია დაიწყებოდა, ეპიდემიოლოგობა მანამდე გადავტყვიტე, მაგრამ პანდემიის დროს მივხვდი, რომ ნამდვილად ის საქმეა, რომელიც მინდა, რომ ვაკეთო, იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს შემიძლია, დავეხმარო.

მაგისტრატურაზე შარშან ჩავაბარე, მაგრამ სწავლის დაწყება ერთი წლით გადავდე, არ მინდოდა ონლაინრეჟიმში ლექციების მოსმენა. მირჩევნია, თუ ამის შესაძლებლობა იქნება,  შემდეგი აგვისტოდან აუდიტორიაში დავიწყო სწავლა.

ლაბორატორიაში მუშაობის დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ კრიზისულ სიტუაციაში მიწევს მუშაობა და სწორედ ეს იქნება ჩემი მომავალი კარიერის განუყოფელი ნაწილიც. მივხვდი, რომ ასე მუშაობა მომწონს და გამომდის.

როგორც ლაბორატორიის მენეჯერი, ბევრ რამეს ვაკეთებ, რომ ლაბორატორიამ შეუფერხებლად იმუშაოს. შესაძლოა, ნებისმიერი შეცდომა კრიტიკული იყოს, ამიტომ დღის განმავლობაში ძალიან დიდი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს“, – ამბობს სოფო ჭყონია, მაგისტრატურის სტუდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend