მთავარისაქართველომზადება ვაქცინაციისთვის

მზადება ვაქცინაციისთვის

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი განიხილა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვებისა და მათი დაცვის პარალელურად ვაქცინაცია კოვიდ-19-ის დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა და ქვეყანა ამ პროცესისთვის აქტიურად ემზადება. საქართველოში უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის თანახმად წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.

ამასთან, ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოში  ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა.

შეხვედრისას ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს  მსოფლიოში ვაქცინების წარმოებასა და მოთხოვნას შორის არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მათ შორის ევროკავშირის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესი ფერხდება.

მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, განაგრძონ ინტენსიური მუშაობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა შესაბამისი, მათ შორის ლოგისტიკური პირობა, რომ ქვეყანამ ვაქცინაციის განხორციელება  ვაქცინის პირველივე დოზების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend