მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

პოლონეთში აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

პოლონეთში აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ აქციები კვლავ გრძელდება. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ქალი გაუპატიურების მსხვერპლია ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქტივისტების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებს არღვევს. მათი თქმით მთავრობა ქვეყანაში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების დაკვეთას ასრულებს.

 

მანამდე პოლონეთში აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევებში შეიძლებოდა, თუ ქალი გაუპატიურების მსხვერპლი იყო, მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ან თუ ჩანასახს მძიმე პათოლოგიები აღენიშნებოდა. ახლა კი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოლო შემთხვევა აბორტის მიზეზი ვეღარ გახდება.

ანა ვარშავის ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგია ის ამბობს რომ  – „ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში აშკარაა, რომ ნაყოფი ვერ გადარჩება. ასეთ სიტუაციაში ქალისთვის მშობიარობის იძულება არაეთიკურია“.

კატარიამ კარგად იცის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პათოლოგიების მქონე ბავშვის გაჩენას. თუმცა, მათი თქმით ისინი კათოლიკეები არიან და მათი რწმენა სხვა არჩევანის გაკეთების უფლებას არ აძლევს.

„ვერცერთ შემთხვევაში ვერ ასცდები ტანჯვას.  ან იმით დაიტანჯები, რომ უნარშეზღუდულ ბავშვს აღზრდი ან იმით, რომ აბორტი გაიკეთე“, – ამბობს კატარია ლუკასიუკი.

აბორტის უფლების შეზღუდვამ პროტესტის უზარმაზარი ტალღა გამოიწვია. აქციების ხელმძღვანელების განცხადებით პროტესტი მხოლოდ აბორტის თემას არ ეხება.

„ჩვენ ვიბრძვით ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლო, მედია და სამართლიანი არჩევნები. კონსერვატორი კათოლიკეები ამბობენ, რომ აბორტის უფლება თავისუფლება არაა. ჩვენ გვინდა, რომ მთავრობა გადადგეს“, – ამბობს აქციის მონაწილე მარტა ლემპარტი.

კრიტიკოსების ამბობენ, რომ მთავრობა ულტრამემარჯვენე ძალებთან არის გარიგებული.

„მსოფლიოში ათეისტური მოძრაობები სიკვდილის პროპაგანდას ეწევიან. აღსარება კი სიცოცხლესა და სიყვარულს ქადაგებს“, – აცხადებს მღვდელი რომან ტრჟინსკი.

ევას მსგავსი ადამიანებისთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. აბორტის გასაკეთებლად იგი იძულებული გახდა მეზობელ ქვეყანაში გადასულიყო.

„არაფერი დამიშავებია. არ მჯერა, რომ ხალხისთვის იმის მტკიცება მიწევს, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის და არა სახელმწიფოს“, – ამბობს ევა.

ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები ბრძოლას აგრძელებენ და ამბობენ, რომ  ისინი ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში იჩივლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend