წინასწარი შედეგებით, მემარცხენე პარტიამ სახელწოდებით „თვითგამორკვევა,” ხმათა 48 პროცენტი დააგროვა. ამდროინდელი მონაცემებით მეორე ადგილას 18 პროცენტით კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „კოსოვოს დემოკრატიული პარტია,” იკავებს. 14 პროცენტი დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ.
კოსოვოს მთავარი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. ცივი ამინდის მიუხედავად, ისინი კოსოვოს დედაქალაის, პრიშტინის ქუჩებში მემარცხენე პარტია „თვითგამორკვევის“ გამარჯვების აღსანიშნავად გამოვიდნენ.
ალი შილოვა პარტია „თვითგამორკვევის“ ერთ-ერთი მხარდამჭერია, რომელიც ქუჩაში გამოვიდა.
„აქ ჩვენ მთავრობისა და ხალხის გათავისუფლების აღვნიშნავთ,“ თქვა მან. გამარჯვებული პარტიის კიდევ ერთი ამომრჩეველი რინა გაში მიიჩნევს, რომ სამართალმა იზეიმა. მისი თქმით დადგა დრო, რომ ხელისუფლებაში შესაფერისი პოლიტიკოსი მოვიდეს.
ყოფილი პოლიტპატიმარის ალბინ კურტის კამპანიამ შედეგი გამოიღო და მისი პარტია პირველ ადგილზეა. ის კოსოვოს პოლიტიკურ ელიტას დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქვეყნის არასწორ მართვასა და მექრთამეობაში ადანაშაულებდა.
„შედეგები სამართლიანობის აღდგენასა და დასაქმების კორუფციაზე გამარჯვებას გულისხმობს. ეს კოსოვოში ომის შემდეგ პირველად მოხდა.“ ამ სიტყვებით მიმართა ალბინ კურტიმ,„თვითგამორკვევის“ ლიდერმა ქუჩაში შეკრებილ მხარდამჭერებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, სავარაუდოდ, კურტის პარტია საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო 61 ადგილს ვერ შეაგროვებს და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა მოუწევს.
არჩევნები კორონავირუსის პანდემიის, ეკონომიკური კრიზისა და სერბეთთან შეჩერებული მოლაპარაკებების ფონზე ჩატარდა.
ახალი მთავრობის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, უმუშევრობის შემცირება, პანდემიის კრიზისის გადალახვა და კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა იქნება.