მთავარი ევროპა ესპანეთი კატალონიაში სეპარატისტულმა პარტიებმა 50 %-იანი ბარიერი გადალახეს

კატალონიაში სეპარატისტულმა პარტიებმა 50 %-იანი ბარიერი გადალახეს

კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50 %-იანი  ბარიერი გადალახეს. ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე პარტია “ესქერა რეპუბლიკანა დე კატალუნია” რეგიონულ მთავრობას უხელმძღვანელებს.

არჩევნებზე მოსახლეობის 53 პროცენტი მივიდა. კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს, მოუწოდებენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ 3 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიტანა თავისი შტაბბინა კატალონიიდან. ვარაუდობენ, რომ კომპანიების გადინების პროცესი გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გამორიცხა საყოველთაო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა .

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში სეპარატისტებმა არალეგალური რეფერენდუმი მოაწყვეს. ამომრჩეველს მაშინ პოლიცია დაუპირისპირდა, სცადა საარჩევნო ყუთების კონფისკაცია. შემდეგ ცენტრალურმა მთავრობამ დაითხოვა კატალონიის ხელისუფლება და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მარიანო რახოის იმედი ჰქონდა, რომ კატალონიის “ჩუმი უმრავლესობა” გადაჭრით ეტყოდა უარს სეპარატიზმს ამ არჩევნებში.

 

უახლესი

სხვა ამბები