მთავარიამბებიFitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე დაადასტურა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე დაადასტურა

საერთაშორიოს საკრედიტო სააგენტო Fitch-მა 12 თებერვალს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე დაადასტურა. ქვეყნის პერსპექტივის პროგნოზი უარყოფითია, თუმცა საკრედიტო სააგენტო თვლის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება, მომავალ წელს კი – 5.8-ით.

Fitch-ის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძლიერი მხარეა სტრუქტურული ინდიკატორები, როგორიცაა მმართველობა და ბიზნეს გარემო, რაც საქართველოს BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი აქვს. ამასთან, თანმიმდევრული და გონივრული მაკროეკონომიკური ჩარჩო უზრუნველყოფს შოკების მიმართ საქართველოს შედარებით მდგრადობას.

ნეგატიური პერსპექტივა ასახავს კორონავირუსის პანდემიის მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება 2021 წელს და 5.8%-ით 2022 წელს, რაც აღდგენის უფრო სწრაფი ტემპებია, ვიდრე BB რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო ზრდის ტემპები (4.0% 2021 წელს და 3.7% 2022 წელს).

საბაზისო პროგნოზების ძირითადი უარყოფითი რისკები პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტურობას უკავშირდება. Fitch-ის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას ძირითადად შიდა მოთხოვნა განაპირობებს, რადგან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს შეუწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო რეკორდულად დიდი მოცულობის მთავრობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას

საკრედიტო სააგენტოს განმარტების მიხედვით, წელს  მოსალოდნელია ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნის ზრდა საქართველოს ექსპორტზე. ძირითადი სირთულეები კვლავ ტურიზმის მიმართულებით იქნება. Fitch-ის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმის შემოსავლები, სავარაუდოდ,  2019 წლის  იმავე მაჩვენებლის  30%-ზე იქნება. თუმცა ეს მონაცემი 2022 წელს  2019 წლის დონის 80%–მდე შეიძლება გაიზარდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend