კატალონიაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ეპიდემიოლოგები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მისვლის რეკომენდაციას არ გასცემენ, რადგან კატალონიაში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიც ძალაშია. ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ამომრჩეველთა ნაწილის პრიორიტეტებიც განსხვავებულია. მათ ახლა დამოუკიდებლობის მოპოვებაზე მეტად, პანდემიის ეფექტიანი მართვა აინტერესებთ.
კორონავირუსის მესამე ტალღისა და ახალი შეზღუდვების მიუხედავად, კატალონიაში არჩევნების წინ ბიულეტინებისთვის ყუთებს ამზადებენ.
ეს 10 წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნებია, რომელსაც დამოუკიდებლობის მომხრეები აწყობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა.
პოლიტიკის მკვლევარი მარკ გუინოანი შიშობს, რომ დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობაში დაღლილობა შეინიშნება და აღნიშნავს იმასაჩ, რომ დამოიკიდებლობის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებიც კი ფრთხილობენ.
ამჟამად რეგიონს დამოუკიდებლობის მომხრე ორი პარტია მართავს, მათ ანტიკაპიტალისტური პარტიაც უჭერს მხარს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამომრჩევლებს სხვა რამ სურთ.
“დამოუკიდებლობის მოთხოვნის სურვილი გაქრა, რადგან ახლა სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი, მაგალითად, პანდემია და ზოგადად სოციალური კრიზისი. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რამე მნიშვნელოვანი გაგვეკეთებინა, თუმცა არაფერი გაკეთებულა. არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ეს ფაქტია”, – ამბობს ესპანეთის მოქალაქე.
დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობაში შიდა განხეთქილებებმა და განსხვავებულმა მიდგომებმა იმედგაცრუება გამოიწვია ამომრჩევლებში.
„ამ არჩევნებზე ბევრს არ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ეს იმიტომ ხდება, რომ კატალონიური პარტიები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის ”, – ამბობს ესპანეთის მოქალაქე.
პირველად, წლების შემდეგ, უკიდურეს მემარჯვენე პარტიას შეუძლია პარლამეტში შევიდეს კონსტიტუციონალისტთა ბლოკს, სალვადორ ილას ხელმძღვანელობით, შეუძლია მთავრობის შექმნა, მაგრამ ეს მარტივი არ არის.
„ძნელია იმის დაჯერება, რომ შესაძლებელია სტაბილური მთავრობის ფორმირება მკაფიო პროგრამული მიმართულებით. წარმოუდგენელი არ იქნებოდა თუკი საკანონმდებლო ორგანო რომელიც მცირედით არის დაკომპლექტებული, გარდაიქმნას“, – ამბობს მარკ გუინოანი, პოლიტიკის მკვლევარი
კატალონიის არჩევნების შედეგები ძლიერ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ კატალონიაზე, არამედ ეროვნულ პოლიტიკაზეც. ვინც მთავრობაში მოვა, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნებათ მადრიდის ალიანსთან და ასევე, რამდენად დაძაბული იქნება მთავრობებს შორის ურთიერთობები.