მთავარიdraft geoერთი ლაბორანტის ამბავი

ერთი ლაბორანტის ამბავი

24 წლის სოფო კიკნაველიძე პანდემიასთან ბრძოლაში რამდენიმე თვის წინ ჩაერთო. იგი მოლეკულური ბიოლოგია და თბილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ყოველდღიურად პისიარტესტირებებს აკვირდება. სხვა ლაბორანტების მსგავსად, სოფოც პაციენტის ინფიცირების შესახებ პირველი იგებს. პანდემიის დროს ამ პროფესიასთან დაკავშირებულ სირთულეებზე იგი „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბრობს.

 

„ჩვენი სამუშაო ძირითადად ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს. ჩვენს ყურადღებასა და ემოციებზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად და მოკლე დროში გავცემთ ტესტირების ზუსტ პასუხს. ვცდილობთ, რომ პაციენტების თვალით დავინახოთ ჩვენი სამუშაო და ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მათ სწრაფად მივაწოდოთ პასუხები. თითოეული დღე თავისებურად რთულია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. როდესაც რისკჯგუფში მყოფ ადამიანზე იგებ, რომ ინფიცირებულია, ძალიან ვნერვიულობთ, რადგან არავინ იცის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ ვირუსს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც საქმე სხვის ჯანმრთელობას ეხება, მით უმეტეს, როცა მისი პასუხი შენს ხელთაა“, – ამბობს სოფო კიკნაველიძე, მოლეკულური ბიოლოგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend