მთავარიევროპათურქეთიმთვარეზე მისიის განხორციელებას თურქეთი 2023 წელს გეგმავს

მთვარეზე მისიის განხორციელებას თურქეთი 2023 წელს გეგმავს

თურქეთი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, პირველი მისია შესრულდება ეროვნული და ავთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავა.

„პირველი დაჯდომა მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და ავთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ანკარაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა 10 სტრატეგიული მიზანი წარადგინა, რომელთა შორისაა თურქეთის მოქალაქის კოსმოსში სამეცნიერო მისიაში გაშვება. კოსმოსში სტრატეგიული მიზნების მიღწევას თურქეთის ხელისუფლება უახლოესი ათი წლის განმავლობაში გეგმავს.

ერთი თვის წინ თურქეთმა კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობით დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა. წლის მეორე კვარტალში ორბიტაზე კიდევ ერთი თურქული თანამგზავრის გაშვება იგეგმება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend