მთავარიმსოფლიოევროპავეროპის ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

ვეროპის ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. დიდ ბრიტანეთში ჩასული მოგზაურებისთვის სავალდებულო ხდება 10-დღიანი კარანტინის პერიოდში პისიარ ტესტის 2-ჯერ ჩატარება. წესების დარღვევა 1000-დან 2000-მდე ფუნტით დაჯარიმდება. უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს ესპანეთიც. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან საჰაერო გადაადგილება 2 მარტამდე შეიზღუდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის ვინც ქვეყნის მიერ დაწესებულ წესებს არ დაიცავს დაჯარიმდება.

,, ჩვენ დავაწესებთ მკაცრ ჯარიმებს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან.  მათთვის, ვინც არ გაივლის სავალდებულო ტესტს, ჯარიმა 1000 ფუნტი იქნება. ხოლო 2000 ფუნტით დაჯარიმდებიან ის მოგზაურები, რომლებიც მეორე სავალდებულო ტესტს არ ჩაიტარებენ. ეს კი ავტომატურად მათი საკარანტინო პერიოდის 14 დღემდე გაგრძელებას გამოიწვევს. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც  საკარანტინო ზომებს არ დაიცავენ განსაზღვრულ სასტუმროში, ჯარიმას 5-დან 10 ათას ფუნტამდე გადაიხდიან’’, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა.

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ მაღალია. შესაბამისად, ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან საჰაერო ფრენები შეიზღუდა.

,,რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მინისტრთა საბჭომ მეოთხედ გაახანგრძლივა ბრიტანეთთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები. ეს რეგულაციები ვირუსის ბრიტანული შტამის გავრცელებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ესპანეთი, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, იძულებულია, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა 2 მარტის 16.00 საათამდე შეზღუდოს”, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურს, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გააფართოოს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, გერმანიის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend