მთავარისაქართველოასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში ჩვენ ვკითხულობთ რომ კოვიდ-19 ის პანდემიის მიუხედავად საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს ასრულებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია რომ დემოკრატიის განმტკიცებისა და სასამართლო სისტემის დახვეწის მიზნით რეფორმების გაგრძელება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის წინაპირობაა.


ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ რონდელის ფონდის ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. ქართველ მკვლევარს ევრონიუს ჯორჯია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრა, მათ შორის  მედია და პოლიტიკურ გარემოში პოლარიზაციაზე, უკრაინასთან ერთად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად გაკეთდეს.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე წერია რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ დაუსაბუთებლად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნა ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, საჭიროა ასევე სტრუქტურული რეფორმების გატარება ქართული ეკონომიკის უცხო გავლენებისაგან უკეთ დასაცავად.

საერთაშორისო ამბების მიმოხილვა

ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend