მთავარიამბებიანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ

ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მთელ რიგ მიმართულებებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო სტაბილურად განაგრძობდა ევროპული გზით სვლას, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების პირობებში. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზეც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდოგმი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შემცირებული ვაჭრობის მიუხედავად, ევროკავშირი, როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყანა აგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის აღიარების კუთხით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend