მთავარიdraft geoერთი სტუდენტის ამბავი

ერთი სტუდენტის ამბავი

სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტმა თამუნა ცხვარაძემ პანდემიის დროს მეორე სამსახური დაიწყო, უკვე სამი თვეა, რაც იგი თბილისის ორ კლინიკაში ექთნად მუშაობს. მისი თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტები ექთნებს ყველაზე ხშირად ამ ორ შეკითხვას უსვამენ –  გამოჯანმრთელდებიან თუ არა და როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას.

„პანდემიამ მასწავლა დროის გადანაწილება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყოველი წუთი გაწერილი მაქვს. განრიგიც საკმაოდ რთული მაქვს, ყოველ მეორე დღეს სამსახურში 24-საათიანი მორიგეობა მიწევს. თუმცა რადგანაც ახლა სწავლა დისტანციურად გვაქვს, უნივერსიტეტი ყველანაირად გვიწყობს ხელს. მეც ვცდილობ, რომ სწავლა და სამსახური ერთმანეთს შევუთავსო. კარგად ვაცნობიერებ, რომ ახლა სტუდენტები ვართ, თუმცა ექიმები უნდა გავხდეთ,” ამბობს თამუნა

პანდემიის დროს მეორე სამსახური იმიტომ დავიწყე, რომ კადრების დეფიციტი იყო. მედპერსონალი ვეღარ უძლებდა დატვირთვას, ეს ვითარება აუცილებლად მოითხოვდა სტუდენტური ძალისა და რესურსის მოძიებას.

ყველაზე მძიმე წუთები მორიგეობის დროს მაშინაა, როცა უშუალოდ სიკვდილთან გვიწევს ჭიდილი  და იმის დამტკიცება, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ის“, – ამბობს თამუნა ცხვარაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend