მთავარიმსოფლიომაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 29 წელი გავიდა

მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 29 წელი გავიდა

29 წლის წინ ხელი მოეწერა მაასტრიხტის ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც შეიქმნა ევროკავშირი. 12 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დოკუმენტს ხელი 1992 წელს მოაწერეს. ევროპელი ლიდერების ნაწილს სურს, რომ შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეიცვალოს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დენ ლაიენის განცხადებით, ევროპის მომავლის დასაგეგმად ლიდერებმა  კონფერენცია უნდა ჩაატარონ.

29 წლის წინ მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ევროკავშირის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს მიაჩნია, რომ შეთანხმების ზოგიერთი მუხლი თავიდან არის გადასახედი, მათ შორისაა ე.წ „ოქროს წესი“, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის ხარჯვას ზღუდავს.

 

„ამასთან დაკავშირებით დიდი განხილვა იყო. გერმანია მხარს უჭერდა ე.წ „ოქროს წესს“, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ზღუდავს. ამჟამად ევროკავშირში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, შესაბამისად, ეს წესი შესაცვლელია.“ – აცხადებს ჟან კლოდ იუნკერი.

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ სამი ფუნდამენტური წესი დაამკვიდრა. დაფუძნდა ერთიანი სავაჭრო ბაზარი, ჩამოყალიბდა ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკა, ხოლო საჯარო მმართველობა და სასამართლო სისტემა წევრ ქვეყნებს შორის უფრო მეტად კოორდინირებული გახდა.

მაასტრიხტის ხელშეკრულების ასლი ბრიუსელში ევროპული ისტორიის მუზეუმში არის დაცული. ევროკავშირი სწორედ ამ დოკუმენტის შედეგად შეიქმნა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ჩვენ ევროკავშირის მომავალზე უნდა დავფიქრდეთ. ამ საკითხის განსახილველად მან სპეციალური კონფერენციაც დანიშნა.

კონფერენციას დაესწრებიან ევროკავშირის საბჭოს, ევროპის კომისიისა და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტები. 20 წლის წინ მსგავსი კონფერენციის იდეა მოუვიდა საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ვალერი ჟისკარსაც.

„ვალერი ჟისკარმა ევროპული კონსტიტუციის შექნის იდეა გააჟღერა. ამ წამოწყებასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და ნიდერლანდებში გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ბრიუსელში შიშობენ, რომ მაასტრიხტის ხელშეკრულების შეცვლის მცდელობა ახლაც წარუმატებელი იქნება.“ – აცხადებს ევროპის კოლეჯის პროფესორი ჯონ ვორთი.

ევროპელ ლიდერებს ასევე მაასტრიხტის ხელშეკრულების იმ მუხლის შეცვლა სურთ, რომლის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის წარმართვის დროს ნებისმიერ წევრ ქვეყანას ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend