მთავარიმსოფლიოეპიდემიოლოგიური ვითარება ევროპის ქვეყნებში

ეპიდემიოლოგიური ვითარება ევროპის ქვეყნებში

შვედეთი ევროპის იმ ქვეყნებს შეურთდა, სადაც  კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყანაში შესვლის მსურველებს ბოლო 48 საათის განმავალობაში ჩატარებული კორონავირუსის  ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ. ესპანეთში კი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და ქვეყანაში იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ამ მაჩვენებელმა 60000-ს გადააჭარბა.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60000-ს გადააჭარბა და უერთდება ისეთი ქვეყნების სიას, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მესამე ტალღა ნელდება, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლი ჯერ კიდევ მაღალია.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა განაცხადა რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში 1911 ადამიანი გარდაიცვალა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 
შვედეთმა, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 თებერვლიდან ქვეყანაში შემომსვლელებმა კორონავირუსის უარყოფითი ტესტი უნდა წარადგინონ. ტესტი 48 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

ავსტრიაში ტიროლის პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მკაცრად გააკონტროლებს, რადგან  კოვიდრეგულიაცების დარღვევის შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.

ზოგს ედავებიან იმას, რომ ისინი სათხილამურო კურორტებზე სამუშოს ნაცვლად დასასვენებლად ჩამოვიდნენ.

ლანდეკის რაიონის გუბერნატორის, ზიგმუნდ გეიგერის განცხადებით მნიშვნელოვანია რომ ჯანდაცვის წარმომდგენლებმა უსაფრთხოება უზრუნველყონ, რომ თავიდან იქნას აცილებული ინფიცირების ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება.

გერმანიისგან განსხავავებით, ავსტრიის სათხილამურო კურორტების ადმინისტრაციამ ადგილობრივებისათვის  მუშაობა არ შეაჩერა, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კურორტებზე დასასვენებლად ჩამოსვლა აკრძალა.

დანიაში ცდილობენ, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. მთავრობაში განაცხადეს, რომ გეგმავენ, წარადგინონ ე.წ. „ციფრული საშვი“, რომლის მეშვეობით შეეძლებათ გაარკვიონ, რომ მიღებული კორონავირუსის ვაქცინა ნამდვილად ვარგისია. პროგრამა განვითარების ეტაპზეა, თუმცა რამდენიმე თვეში შესაძლოა რეალობად იქცეს.

დიდ ბრიტანეთში კი კაპიტან სერ ტომ მურის პატივსაცემად ქვეყნის პრემიერ-მინისიტრის თაოსნობით მთელმა ერმა მის ხსნოვას ტაშის დაკვრით მიაგო პატივი.

100 წლის ტომ მურმა მთელი ერის გული მოიგო, როდესაც საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თავის ბაღს 100-ჯერ შემოუარა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend