მთავარიბიზნესიეკონომიკური კრიზისი საავტომობილო სექტორსაც შეეხო

ეკონომიკური კრიზისი საავტომობილო სექტორსაც შეეხო

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საავტომობილო სექტორსაც შეეხო. ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ 2021 წელი ისეთი მძიმე აღარ იქნება, როგორიც 2020 იყო. გასულ წელს ევროკავშირის სამგზავრო ავტომობილების ბაზრის შემოსავალი 23.7% ით შემცირდა. ავტოინდუსტრიაში დაახლოებით 14 მილიონ-ნახევარი ევროპელია დასაქმებული, რაც  ჯამში ევროკავშირის სამუშაო ადგილების 6.7%-ს შეადგენს.  

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვამ მკვეთრად იკლო. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ

2021 წელი ისეთივე მძიმე აღარ იქნება და 2020 წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას  2021 წლის პირველ კვარტალზეც ექნება  გავლენა, ასოციაციის ხელმძღვანელობა  ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად ავტომობილების ბაზარიც უფრო გააქტიურდება და წლის მეორე ნახევარში უკვე გამოსწორდება ბაზარზე არსებული სიტუაცია.

2020 წელს ევროკავშირის სამგზავრო მანქანების ბაზარი 23.7%-ით შემცირდა და მხოლოდ 9.9. მილიონი ერთეული შეადგინა. რაც, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 3 მილიონით ნაკლებია.

ავტოინდუსტრიაში დასაქმებულია 14.6 მილიონი ევროპელი და ჯამში ევროკავშირის სამუშაო ადგილების რაოდენობა 6.7%-ს შეადგენს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend