მთავარიამბებითეა ახვლედიანი ჟენევის მოლაპარაკებების ახალ თანათავმჯდომარეს შეხვდა

თეა ახვლედიანი ჟენევის მოლაპარაკებების ახალ თანათავმჯდომარეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს შვედეთის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან დისტანციური შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა.  თეა ახვლედიანმა  ყურადღება გაამახვილა, საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად, ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სახელმწიფო მინისტრმა  მთელი სიმწვავით დააყენა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზგასმით ითქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აქტიურად უნდა ჩაერთონ  უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალქეების გათავისფლების საკითხში და რუსეთზე ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

მხარეებმა ისაუბრეს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხზე, რაც ხელ შეუწყობს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრმა ახალდანიშნულ თავმჯდომარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ამ კუთხით უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend