მთავარისაქართველოსაქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნასა და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარკებები მიმდინარეობს

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნასა და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარკებები მიმდინარეობს

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნასა და საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარკებები მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიან და ინდოეთის ელჩმა, კაშან დენ დიუალმა,  საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების ირგვლივ ინტენსიური მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში  2 თებერვალს გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სულ უფრო მეტად ვითარდება. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების  გაღრმავების საკითხს, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ხელს შეუწყობს.

ინდოეთის ელჩმა დაადასტურა, რომ ინდოეთის რესპუბლიკა მზადაა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო გააქტიურდეს. უკვე დასრულებულია კვლევა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის  მიზანშეწონილობის შესახებ. მხარეებს  შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend