მთავარისაქართველორა სარგებელი მოიტანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლამ

რა სარგებელი მოიტანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლამ

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების კვალდაკვალ უვიზო მიმოსვლა ჩვენი სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ხელშესახები მიღწევაა.

ამ მასშტაბის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია დადებითად ითარგმნებოდეს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ თბილისის ქუჩებში მოქალაქეებსაც ვკითხეთ მათი მოსაზრება.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე მოიწვია. “ევრონიუს ჯორჯია” ვანო ჩხიკვაძეს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ არსებულ ძირითად გამოწვევებზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობასა და ვიზალიბერალიზაციის ეკონომიკურ-სოციალურ სარგებელზე ვკითხეთ

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გააკეთებს.

 

ავტორი: ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend