მთავარიCOVID-19"ფაიზერი" 2021 წელს 15 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება

“ფაიზერი” 2021 წელს 15 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება

„ფაიზერი“ 2021 წელს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვიდან 15 მილიარდი დოლარის   მიღებას ელოდება. ამერიკულმა კომპანია „ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შეიმუშავა. კომპანიის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოს ვაქცინის  2 მილიარდი დოზა მიაწოდოს.

„ფაიზერის“ შემოსავალი უფრო და უფრო იზრდება.

კომპანია ცდილობს, 2021 წლისათვის მსოფლიოს ვაქცინის 2 მილიარდი დოზა სწრაფად მიაწოდოს, რომ როგორმე მალე დასრულდეს პანდემია,  რომელმაც 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

31 იანვრის მონაცემებით, „ფაიზერმა“ ქვეყნებს ჯამში ვაქცინის  65 მილიონი დოზა მიაწოდა, აქედან 29 მილიონი დოზა აშშ-ს გადასცა. აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა მაისის ბოლომდე ვაქცინის 200 მილიონ დოზას ელოდება.

კომპანია გარკვეული სახის სირთულეებს წააწყდა და ევროპის ზოგირთ ქვეყანაში ვაქცინის მიწოდება შეფერხდა. ამის მიზეზად „ბიოენტეკი“ წარმოების ზრდას ასახელებს. მათ იმედი აქვთ, რომ მალე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

„ფაიზერი“ „ბიოენტეკთან“ ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინით 12.5 მილიარდი ევროს შემოსავალს ელოდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. წლის ბოლომდე „ფაიზერი“უფრო მეტი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend