მთავარიCOVID-19ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის შეზღუდა

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის შეზღუდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 104 მილიონს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნებში კოვიდ-19-ის გავრცელება შემცირდა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი- დაწესებული შეზღუდვები და ვაქცინაციაა. საფრანგეთის ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინით  65 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა. საფრანგეთის მოსახლეობა კი მთავრობას  ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო აკრიტიკებს.

 

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაში, ავსტრიასა და პოლონეთშიც, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის დაამტკიცა.

რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინის ,,სპუტნიკის’’ მიმართ ნდობა დღითიდღე იზრდება. ჩატარებული კვლევების საბოლოო მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ირკვევა, „სპუტნიკს“ ეფექტიანობის 92%-იანი მაჩვენებელი აქვს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ სიახლით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ევროკავშირში ყველა ვაქცინას მიესალმება, რომელიც ევროპის წამლის სააგენტო (EMA)-ს მიერ არის დამტკიცებული.

დიდ ბრიტანეთში კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებში სახიფათო გენეტიკური ცვლილებები იქნა აღმოჩენილი. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ მათ განიცადეს იგივე  სახის მუტაცია, რომელიც სამხრეთაფრიკულ შტამში იყო აღმოჩენილი . ექსპერტების განცხადებით, ახალმა მუტაციამ შესაძლოა, შეამციროს ვაქცინის მოქმედების ეფექტიანობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ვაქცინები მაინც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ვირუსის წინააღმდეგ.

იმ პირობებში, სანამ ნიდერლანდებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის აცრილი, კარანტინი კვლავ რჩება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად. მიუხედავად მოსახლეობის მხრიდან გამოხატული აგრესიისა და არეულობებისა, ნიდერლანდების ხელისუფლება არ აპირებს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend