თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი კონსტიტუციის განხილვა დაანონსა.
„ალბათ, დადგა დრო, განვიხილოთ თურქეთის ახალი კონსტიტუცია. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ და ერის შეხედულების გათვალისწინებით”- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმების პაკეტი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ცვლილებები ძირითადად მართლმსაჯულებას და ეკონომიკას შეეხება.
მოქმედ კონსტიტუციაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილებები. ბოლოდროინდელი ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობა რესპუბლიკურიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა.