მთავარიდღის ამბებისამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სანქციები ელის

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სანქციები ელის

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის ქუჩები დაცარიელებულია.

როგორც კი ქუჩებში ჯარისკაცები გამოჩნდნენ, ადგილობრივებმა სურსათის მომარაგება დაიწყეს.

დეფაქტო ლიდერის აუნ სან სუ ჩისა და სხვა არჩეული ლიდერების დაკავების შემდეგ სამხედროებმა ახალი მინისტრები დანიშნეს.

მაღალი რანგის გენერლების განცხადებით, ნოემბრის არჩევნები გამარჯვებულმა პარტიამ ეროვნული დემოკრატიის ლიგამ გააყალბა.



საერთაშორისო ორგანიზაციები სამხედრო გადატრიალებას უარყოფითითად აფასებენ. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ერთიანი საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს და სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით მიანმარში არსებული დემოკრატიული პროგრესის გამო გასული ათწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანმარზე დაწესებული სანქციები მოხსნა. თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს პროგრესი შეაჩერა.

„ეს ყველაფერი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმასა და სანქციების გადახედვას საჭიროებს,“ ამბობს პრესსპიკერი

კომენდანტის საათის დასრულებისთანავე ქუჩებში ჯარისკაცები კვლავ გამოჩნდებიან. საგანგებო მდგომარეობა კი 1 წლით გამოცხადდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია აუნ სან სუ ჩის ადგილმდებარეობა, რომელმაც თავისი დაკავება იწინასწარმეტყველა და თავის მხადამჭერებს სამხედრო გადატრიალების წინააღდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეხვედრას მმართავს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend