მთავარიკუბი2 თებერვალს მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2 თებერვალს მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2 თებერვალს მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2021 წელს  ამ საერთაშორისო დღის მთავარი თემა „ჭარბტენიანი ტერიტორიები და წყალია“.  ამ თემით ხაზგასმულია, თუ რა როლი აკისრია ჭარბტენიან ტერიტორიებს მტკნარი წყლის რაოდენობისა თუ ხარისხის შენარჩუნების პროცესში.

ჭარბტენიან ტერიტორიებს 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიღებული კონვენცია იცავს, რომლის მიერ შედგენილ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ტერიტორიათა სიაშიც შედის კოლხეთის დაბლობი, ქობულეთის დაბლობი, ხოლო 2020 წლის 8 ივლისიდან კი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუღდაშენისა და მადათაფას ტბები.

„მსოფლიომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ბუნებრივი ჭარბტენიანი ტერიტორიების 70% დაკარგა, რამაც  მტკნარი წყლის სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია“, – ნათქვამია გაეროს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend