მთავარისპორტილიონელ მესის 650-ე გოლი

ლიონელ მესის 650-ე გოლი

ესპანეთის ლა ლიგას 22-ე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მეოცე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. არგენტინელმა შემტევმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. „ატლეტიკის“ ფეხბურთელების მიერ აგებული უცნაური კონსტრუქციის ცოცხალი კედელი და ძელთან ახოლს მყოფი ინიგო მარტინესი საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რომ სტუმრებს მესის დარტყმული შეეჩერებინათ.

49-ე წუთზე გოლი ხორდი ალბამ გაიტანა. გაიტანა საკუთარ კარში და ანგარიში გათანაბრდა. „ატლეტიკოსთვის“ ქულის მისაღებად ესეც არ გამოდგა საკმარისი. 74-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა “ბარსელონა” დააწინაურა და სამი ქულა მოუტანა.

გამარჯვების შედეგად, „ბარსელონა“ მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან მადრიდის „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ „ბარსელონასთან“ შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული. „ატლეტიკი“ კი მეთერთმეტე ადგილზეა და ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ათეულში დამკვიდრება უჭირს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend