ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით საყოველთაო კარანტინი კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა.
ისრაელში პანდემიის დაწყებიდან სულ 646,277 კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა – 573,150, ხოლო გარდაიცვალა- 4,796.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელსტაინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ რეჟიმშიც სწრაფად იზრდება. მინისტრი თქმით, ის ქვეყანაში არაარსებითი საქმიანობის სრული შეზღუდვის მომხრეა.
ისრაელში მოსახლეობაზე გაანგარიშებით, კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინით ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა.