მთავარიმსოფლიოაშშ-ის ერთ-ერთ საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ერთ-ერთ საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა

ჯორჯიის შტატის ქალაქ გეინსვილის ერთ-ერთ საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი კომპანია Foundation Food Group-ის კუთვნილ მეფრინველეობის ფაბრიკაში მოხდა. ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად ასევე ჰოსპიტალიზებულია 11 ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

თხევადი აზოტის გაჟონვას აფეთქება არ გამოუწვევია. საწარმოს მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აზოტმა დაზიანებული სადენიდან გაჟონა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend