პანდემიის გამო, ჯანდაცვის სისტემაშიც გართულდა მომსახურება – ქალები ნაკლებად აკითხავენ ექიმს. რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელიც ორსულობას, ოჯახის დაგეგმვას, კონტრაცეფციას და სხვა პრობლემებს ეხება კორონავირუსის დროსაც მნიშვნელოვანია, და შესაძლოა მეტადაც. რა ვითარებაა ამ თვალასარისით საქართველოში, და როგორ უმკლავდება ჯანდაცვის სისტემა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოწვევებს?
ექიმი რეპროდუქტოლოგი მაკა გეეგეჭკორი უკვე 30 წელზე მეტია პაციენტებს იღებს. მისი თქმით პანდემიის ფონზე ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობა უფრო მეტად დააფასეს და ექიმთან კონსულტაციაზე უფრო ხშირად მიდიან.
ექიმი რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.
„25 წელია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტება არსებობს. ეს [რეპროდუქციული ჯანმრთელობა] არის სრული მენტალური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა. ოჯახის დაგეგმვა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. 37 წელია, რაც ამ სფეროში ვარ და ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება ადრინდელისგან. სასიამოვოდ გაოცებული ვარ, რადგან ადამიანებმა ბევრი ინფორმაცია მიიღეს.“
პანდემიის პერიოდში, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციებმა და მათ შორის საქართველომ, საგანგებოდ გამოჰყვეს პრიორიტეტული დარგები. მათ შორის მოხვდა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებიც.
სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც ქალებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამ ჯგუფში ხშირად საუბრობენ ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.
თამარ ფონიავა – ფეისბუკ ჯგუფი „სივრცე ქალური საუბრებისთვის“
„ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში არ საუბრობენ არასარურველ ორსულობაზე ან კონტრაცეფციაზე. ახალგაზრდების უმეტესობა ამბობს, რომ ოჯახი ამ თემებზე არ ესაუბრება. სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე რომ მათ ინფორმაცია მიაწოდოს, ქართულ ინტერნეტში კი ისინი ვერაფერს პოულობენ. ანუ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებითა თუ მეგობრებისაგან მოიპოვეს ეს ინფორმაცია“.
2020 წლის ივნისში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პირობებში, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ აქვს წვდომა კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე. ანგარიშში, ასევე ხაზგასმულია, რომ შეზღუდვების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების შემთხვევაში, დაუგეგმავი ორსულობების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით, 7 მილიონამდე გაიზრდება.
ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
„შემუშავდა სპეციალური პროტოკოლიც კი, რომელიც განსაზრვრავს, როგორ უნდა მოერგოს ამ სერვისების მიწოდება „ჩაკეტვის“ პერიოდს. მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ანტენატალური სერვისები გამოყენება შემცირდა ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ორსულებმა გადადეს ექიმთან ვიზიტი, იმიტომ რომ ინფექციის შიში ჰქონდათ. ადამიანები თავს იკავებდნენ დაწესებულებაში მისვლისაგან, თუმცა სერვისეების მიწოდება შესაძლებელი იყო. და ეს ნამდვილად გამოწვევა აღმოჩნდა.“
სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ქალთა ჯანმრთელობა კიდევ ერთ გამოწვევად რჩება.