მთავარიკუბიპანდემიის პერიოდში საქართველოში პერსონალური მონაცემები კანონის დარღვევით გამოიყენეს

პანდემიის პერიოდში საქართველოში პერსონალური მონაცემები კანონის დარღვევით გამოიყენეს

პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც ფიზიკური პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

 

 

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით რეგულირდება. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალი ავადმყოფის ჯანმრთელობის ისტორიას ავრცელებდა. ასევე, აღმოაჩინეს, რომ სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელთა პირად ინფორმაციას აგროვებდნენ და ინახავდნენ მათ ფოტოებს.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობა დამტკიცდება. ეს სავალდებულო მოთხოვნა გათვალისწინებულია კანონპროექტით “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტში განსახილველად 2019 წელს წარადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend