მთავარიამბებიპანდემიის მეორე ტალღის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე კომპენსაციის გაცემა დაიწყო

პანდემიის მეორე ტალღის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე კომპენსაციის გაცემა დაიწყო

საქართველოში დაიწყო კომპენსაციის  გაცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც სამსახური პანდემიის მეორე ტალღის გამო დაკარგეს და ხელფასს არ იღებენ. ფინანსური დახმარების საერთო მოცულობა ერთ მოქალაქეზე 1200 ლარია და ის 6 თვის განმავლობაში გაიცემა.

ამოქმედდა სახემწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ის მოქალქეები, ვინც პანდემიის მეორე ტალღის გამო სამსახური დაკარგა და უსახსროდ დარჩა ექვის თვის განმავლობაში თვეში 200 ლარიან შემწეობას მიიღებენ.

დღეის მდგომარეობით, კომპენსაცია უნდა  ჩაერიცხოს 106 080 პირს, რაც  საერთო ჯამში 21 216 000 ლარს შეადგენს.  პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა.

კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით  ერთი ან მეტი თვის განმავლობაში აღარ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, იმყოფება შვებულებაში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ განაცხადის წარდგენა კომპანიის წარმომადგენლებს ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლიათ (იანვრიდან 6 თვის განმავლობაში) დისტანციურ რეჟიმში – მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge

ვიდეოინსტრუქცია და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, თავად გადაამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში https://www.rs.ge/kompensacia

დახმარება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ასევე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend