მთავარი ამბები გიორგი გახარიამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი...

გიორგი გახარიამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა

28 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის ბოლო დროს  განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებს შეეხო. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

უახლესი

სხვა ამბები