მთავარიამბებისაქართველო ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

საქართველო ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი 28 იანვარს რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. მისი  დღის წესრიგის მიხედვით, მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატივცემულოდ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

საქართველოში ვიზიტამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, თბილისში შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლიბის საკითხები და რეგიონის უსაფრთხოების თემები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend