მთავარიCOVID-19ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვების გახანგრძლივება და გამკაცრება იგეგმება. ინგლისში სკოლები კიდევ არ გაიხსენა. ლიუტევაში, ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, შეზღუდვები მარტამდე გახანგრძლივდება, ხოლო საფრანგეთში შესაძლოა მესამე საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდეს.

საყოველთაო კარანტინის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  განცხადება გააკეთა. ინგლისში სკოლები კიდევ 6 კვირით იქნება დახურული.  ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ სკოლები შესაძლოა 8 მარტს გაიხსნას.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით მთავრობის მიზანია რაც შეიძლება მალე განახლდეს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესი, თუმცა ამავდროულად მოსახელობამ უნდა გაითვალისწინოს რომ გავცრელების მაჩვენებელი ჯერ საკმაოდ მაღალია და ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ლიეტუვაშიც  საყოველთაო კარანტინი მარტამდე გახანრგძლივდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იკლო. არაპირველადი მოხმარების საგნებით მოვაჭრე მაღაზიები, სავარჯიშო დარბაზები და კინოთეატრები არ გაიხსნება,   ჯერჯერობით იკრძალება ოჯახში თავყრილობაც. ასევე, შესაძლოა, მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებაზეც დაწესდეს შეზღუდვები.

შეზღუდვები გადაადგილებაზე სხვა ქვეყნებშიც წესდება. ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში იკრძალება ყველანაირი მოგზაურობა, გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების, სამსახურეობრივი მივლინებისა და სამედეცინო მომსახურების მიღების შემთხვევებში. მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მკაცრად შეამოწმებენ როგორც თვითმფრინავებში, ასევე მატარებლებსა და საავტომობილო გზებზე. წესების დამრღვრევ პირებს ჯარიმა დაეკისრებათ.

საფრანგეთში შეზღუდვებისა და კომენდანტის საათი მოქმედების მიუხედავად, მესამე საყოველთაო კარანტინს ელოდებიან. თუმცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რადგან ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილითა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend