მთავარიმსოფლიონიდერლანდებში საპროტესტო აქციები გრძელდება

ნიდერლანდებში საპროტესტო აქციები გრძელდება

ნიდერლანდებში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს მოჰყვა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, კომენდანტის საათი ჰოლანდიაში საღამოს 10-ის ნახევრიდან დილის 5-ის ნახევრამდე გრძელდება. როტერდამსა და ჰაარლემში დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდენენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ჰოლანდიის პრემიერ- მინისტრმა მარკ რუტემ დაგმო ქვეყანაში შექმნილი არეულობა და დემონსტრანტები კრიმინალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

“მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეუძლია, დაინახოს ეს საშინელება. ეს დანაშაულებრივი ქმედებაა და არა პროტესტის გამოხატვა. ეს არის კრიმინალური ძალადობა და ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება”- განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

ნიდერლანდებში საპროტესტო აქციები კვირას საღამოს დაიწყო და მალევე გადაიზარდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში. ნიდერლანებში, პანდემიის დაწყებიდან, 13 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend