მთავარიმსოფლიოევროკავშირში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდება 60%-ით არის შემცირებული

ევროკავშირში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდება 60%-ით არის შემცირებული

ევროკავშირმა ბრიტანულ-შვედურ კომპანია „ასტრაზენეკას“ მკაცრი საყვედური გამოუცხადა კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო. კომპანიაში აცხადებენ რომ შეფერხება წარმოებაში წარმოქმნილმა ხარვეზმა გამოიწვია. ევროკავშირის წვერ ქვეყნებში კი ვაქცინის მიმღებთა მოთხოვნა მაღალია.

ევროკავშირმა ფარმაცევტულ კომპანიას „ასტრაზენეკას“ საყვედური გამოუცხადა კორონავირუსის ვაქცინის დოზის 60%-ით შემცირების გამო. ბრიტანულ-შვედური კომპანია შეფერხებას წარმოებაში არსებული ხარვეზით ხსნის, თუმცა ბრიუსელი იმუქრება, რომ შეაჩერებს ვაქცინის ექსპორტს, სანამ ხარვეზი არ აღმოიფხვრება. ევროკავშირმა ვაქცინის 300 მილიონ დოზაში უკვე გადაიხადა 336 მილიონი ევრო.

ევროკავშირის ჯანდაცვის საკითხების კომისარმა, სტელა კირიაკიდესი, აცხადებს რომ ევროკავშირი ითხოვს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეაჩერებენ ვაქცინის ექსპორტს.

სტარსბურგში, მერის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის ცენტრმა მუშაობა შეაჩერა. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, მათ არ აქვთ საკმარისი დოზები. ალექსანდრ ფელცის განცხადებით, მიუხედავად იმის რომ ორგანიზაციულად ყველაფერი გამართულია, ვაქცინიაციის ცენტრში 2300 ადამიანის აცრა იყო შესაძლებელი, ეს ციფრი კი ახლა 1500-ამდე დაეცა.

ამავდროულად, ამერიკულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კარგად მოქმედებს კორონავირუსის ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, თუმცა ნაკლებად ეფექტიანია სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამის წინააღმდეგ. „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ ვაქცინის დახვეწვაზე. მათ სურთ, რომ ახალი ვაქცინა შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend