მთავარიმსოფლიობრიუსელი COVID-19-ის ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვას აპირებს

ბრიუსელი COVID-19-ის ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვას აპირებს

ბრიუსელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ევრობლოკის ფარგლებს გარეთ ექსპორტის დაბლოკვის საკითხს განიხილავს.  ვაქცინის ექსპორტის შეზღუდვის თემა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც  ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ევროკავშირს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაქცინის დათქმულზე ნაკლებ რაოდენობას მიაწოდებს.

ფარამცევტულმა გიგანტმა AstraZeneca-მ გასული კვირის ბოლოს ევროკომისიას განუცხადა, რომ წლის პირველ კვარტალში მისაწოდებელი ვაქცინის პარტია დაგვიანდება. ერთი კვირით ადრე იგივე განცხადება ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია Pfizer-მაც გააკეთა.

25 იანვარს ევროკომისიის ჯანდაცვის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა AstraZeneca-სთან ორი ვირტუალური შეხვედრა გამართეს და ვაქცინის მოწოდების საკითხი განიხილეს. როგორც ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, „კომპანიის პასუხი დამაკამყოფლებელი არ აღმოჩნდა“, თუმცა ევროკავშირი „საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.“

კირიაკიდესის აზრით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის განცხადება, რომ ის შეთანხმებულზე გაცილებით მცირე რაოდენობის ვაქცინას მიაწოდებს ევრობლოკს, „მიუღებელია“, რადგან ევრობლოკმა ვაქცინის შექმნისა და წარმოების  პროცესი „წინასწარ დააფინანსა და სურს, შედეგი დაინახოს.“

შესაბამისად, ევროკომისია ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტს გააკონტროლებს.

„ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტთან დაკავშირებით, ყველა გარიგება ღია და გამჭვირვალე იყოს. მომავალში ყველა კომპანიამ, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში კოვიდ-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინას აწარმოებს, წინასწარ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის თაობზე, თუ როდის აპირებს ექსპორტს მესამე ქვეყნებში,“  – განაცხადა  სტელა კირიაკიდესმა. თუმცა დაბლოკვა არ შეეხება ჰუმანიტარული მიზნით ექსპორტირებულ ვაქცინებს.

AstraZeneca-ს საწარმო ნიდერლანდებში აქვს, Pfizer-ს კი ბელგიაში. ევროკავშირმა 2.3 მილიარდი ვაცქინის დოზა წინასწარი შეკვეთის შეთანხმების ფარგლებში ექვს კომპანიას დაუკვეთა. აქედან 300 მილიონი დოზა AstraZeneca-მ უნდა მიაწოდოს.

ევროკავშირის ვაცქინაციის კამპანია, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო, ჯერჯერობით  Pfizer/BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინებს ეყრდნობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend