მთავარიმსოფლიოავსტრალიის კონტინენტის ძირძველი მოსახლეობა, ეროვნულ დღესასწაულს აპროტესტებს

ავსტრალიის კონტინენტის ძირძველი მოსახლეობა, ეროვნულ დღესასწაულს აპროტესტებს

ავსტრალიის კონტინენტის აღმოჩენიდან 236 წლის შემდეგ, 26 იანვარს, ნაციონალურ დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს დღე არ ეზეიმებათ ძირძველი მოსახლეობის შთამომავლებს. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ეროვნული დღესასწაული გააპროტესტეს.

„ჩემთვის 26 იანვარი ძალიან სევდიანი დღეა. როდესაც ამაზე ვფიქრობ, კიდევ უფრო ვბრაზდები. ინგლისელებმა ათასობით ადგილობრივი ჩახოცეს და მათი ადგილი დაიკავეს. ამ დღეს შემოჭრას უფრო ვუწოდებდი, ვიდრე ეროვნულ დღესასწაულს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სანსა ლორეო.

ავსტრალიის კონტინენტის ძირძველი მოსახლეობის პროცენტული წილი დღეს ბევრად შემცირებულია. თუმცა, ათასობით დემონსტრანტმა, პანდემიის მიუხედავად, უძველესი აბორიგენული ტომის დროშებითა და ტრანსპარანტებით მაინც შეძლო მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზება. დემონსტრანტებმა წინაპრების უფლებების დარღვევის აღიარება ხელისუფლებას კანონმდებლობის დონეზე მოსთხოვეს.

“აქ ვართ, რათა თანაბარი უფლებები მოვითხოვოთ ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, 230 – ზე მეტი წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა საშინელი პერიოდი გამოიარა. ჩვენ სამართლიანობა გვჭირდება“, – ამბობს აქციის თანაორგანიზატორი დალას ბრინგი.

ჩანაწერების მიხედვით, 1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ორგანიზებით, უცნობ სანაპიროებს 11 ბრიტანული გემი მიადგა. ასე აღმოაჩინეს კონტინენტი, რომელსაც ავსტრალია უწოდეს. არაერთი ომის შემდეგ ევროპელებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე უპირატესობა მოიპოვეს და კონტინენტზე დასახლება დაიწყეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend