მთავარიკუბირას ფიქრობს საზოგადოება კორონავირუსის ვაქცინაზე

რას ფიქრობს საზოგადოება კორონავირუსის ვაქცინაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს ამბობს, 41 პროცენტი აცრაზე თანახმაა, 17%-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია.

როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ამბობს, ეს არც თუ ისე კარგი შედეგია და რომ პანდემიის დამარცხებისა და შეზღუდვების მოხსნის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. მისი აზრით, ახლა მთავარია მოქალაქეთა იმ ნაწილის დარწმუნება, რომელსაც ლოგიკური კითხვები აქვს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

25 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია 2020 წლის ივნისის მონაცემებიც, რომლებიც 2020 წლის დეკემბრის შედეგებისგან დიდად არ განსხვავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend