საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ. ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებული პროტესტი კი კომენდანტის საათის დაწესებას მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ამსტერდამში წყლის ჭავლი გამოიყენა, ეინდჰოვენში კი საპროტესტო გამოსვლა ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
პროტესტი, რომელიც ახალი რეგულაციებისა და კომენდანტის საათის გამო დაიწყო, პოლიციასა და დემომსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტებმა ცხენებზე ამხედრებულ პოლიციელებს ქვები დაუნიშნეს.
ეინდოვენში კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს აკრძალული შეკრების დასაშლელად.
ამსტერდამში მთავარ მოედანზე პოლიციამ ცხენები, ძაღლები და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 100 მდე ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც იყო.
ახალი შეზღუდვები შაბათის შემდეგ ამოქმედდა, ხოლო საყოველთაო კარანტინი ძალაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
დაზიანდა ეინდჰოვენის ცენტრალური სადგური, ჩატეხილია მაღაზიის ვიტრინები.
კომენდანტის საათი საღამოს ათის ნახევრიდან და დილის ხუთის ნახევრამდე მოქმედებს, ეს შეზღუდვა ძალაში 9 თებერვლამდე დარჩება.
მოქალაქეები კომენდანტის საათის დარღვევისთვის 95 ევროთი დაჯარიმდებიან.