24 იანვარს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოთხოვნით ბიზნესისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი თვლის, რომ საქართველოში პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მეტისმეტად მკაცრია და სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
აქციის ორგანიზატორებმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვების მოსახსნელად მთავრობას 48-საათი მისცეს. მათი განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ერთ-ერთ ვერსიად სამთავრობო შენობების პიკეტირებაც განიხილება.
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე