მთავარი ამბები EBRD-ის ახლადდანიშნული პრეზიდენტი საქართველოს თებერვლის დასაწყისში ეწვევა

EBRD-ის ახლადდანიშნული პრეზიდენტი საქართველოს თებერვლის დასაწყისში ეწვევა

EBRD-ის ახლადდანიშნული პრეზიდენტი ქალბატონი ოდილ რენო-ბასო საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოვა. ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა 22 იანვარს პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

EBRD-ის რეგიონული დირექტორის კავკასიაში კმაყოფილია საქართველოს მთავრობასთან მუსაობით. კატარინა ბიორლინ ჰანსენი თვლის, რომ გასულ წელს თანამშრომლობის საუკეთესო შედეგი დაიდო.

„გასულ წელს ჩვენ ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით, ვიდრე რომელიმე წინა წელს ერთად გაგვიკეთებია. ამდენად, ძალიან კმაყოფილნი ვართ თანამშრომლობით. ძირითადი საქმე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის წარმომადგენლობიდან კეთდება. ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ და ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა EBRD​-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე და კერძო სექტორის ჩათვლით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.

22 იანვრის შეხვედრაზე გიროგი გახარიამ და კატარინა ბიორლინ ჰანსენმა გასული წლის შედეგები განიხილეს და მომავალი 5 წლის მიზნებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს. EBRD-ის  რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში საქართველოს EBRD-ის  ახლადდანიშნული დირექტორი ეწვევა.

„ვისაუბრეთ წლევანდელ მიზნებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც მომდევნო 5 წლისთვის ახლა ვწერთ საქართველოსთან მიმართებით. ვისაუბრეთ ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლად დანიშნული პრეზიდენტის ქალბატონი ოდილ ღენო-ბასოს მომავალი ვირტუალური ვიზიტის შესახებ, რომელიც 1-2 თებერვალს შედგება”, – განმარტა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

ebrdebrd
Send this to a friend