მთავარიCOVID-19აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას ადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას ადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას ადგენს. მან უკვე მოაწერა ხელი 10-მდე ბრძანებას და აპირებს რომ 100 დღეში მოსახლეობას ვაქცინის 100 მილიონი დოზა მიაწოდოს.  აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩის თქმით კი შემოდგომისთვის უკვე შესაძლებელია ამერიკამ კორონავირუსის ნორმალურ მაჩვენებელს მიაღწიოს.

შეიქმნა სკოლებისა და ბიზნესის გახსნის გეგმა. პირბადეების გამოყენებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. ამერიკელებისთვის მოგზაურობის უფლების მოთხოვნაც პრეზიდენტის გეგმის ნაწილია.

ჯო ბაიდენი- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი

„ჩვენი გეგმა აგრესიული, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციის კამპანიის წამოწყებას გულისხმობს, ჩვენი მიზანია- 100 მილიონი დოზა გავცეთ პირველი ასი დღის განმავლობაში. ეს პირველი დღეა. ეს იქნება ერთ–ერთი უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა“

 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი ბრიფინგისა და დონალდ ტრამპის წასვლის შემდეგ კორონავირუსის საკითხებში მთავარმა მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მას უკვე შეუძლია, მიჰყვეს მეცნიერებას,  ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. მისი აზრით, შემოდგომისთვის ინფიცირების მდგომარეობა სტაბილური იქნება.

ენტონი ფაუჩი- აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

„თუ ზაფხულის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 70 – დან 85 პროცენტამდე აიცრება, მჯერა, რომ შემოდგომაზე უკვე ნორმალური მაჩვენებელი გვექნება. შესაძლოა, ეს არ იყოს იდეალური მაჩვენებელი, თუმცა, ვფიქრობ,  დიდ ტვირთს მოხსნის ამერიკელ ხალხს.“

ბაიდენმა სწრაფად შეიმუშავა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, მაგრამ მან უნდა დააჩქაროს სენატი, რომელმაც გეგმა უნდა დაამტკიცოს.

ავტორი: ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend