მთავარი ამბები აშშ-ის საელჩო: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ...

აშშ-ის საელჩო: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები

სტრატსბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნასრომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. ასე შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმეზე.

ამერიკის შეერთებული შატტების საქართველოში მოქმედი საელჩოს განცახდების მიხედვით, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო.  მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.

საელჩო თვლის, რომ სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილება  კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორიოს საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს  საქართველოს სუვერებიტეტის აშკარა დარღვევები და ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ბორდერიზაციის გზით.

„სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თითქმის თორმეტწლიანი განხილვის შემდეგ, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ დააკამყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმეზე.   ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

 

უახლესი

სხვა ამბები