ევროკავშირი ახალ კანონზე მუშაობს, რომელიც ონლაინ ფორმატზე გადასულ დასაქმებულებს საშუალებას მისცემს ერთმანთისგან გამიჯნონ მუშაობისა და დასვენების პერიოდი. კანონპროექტის მიზანია დასაქმებულებს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გადატვირთვა თავიდან აარიდოს და მათ მეტი განტვირთვის საშუალება მისცეს
პანდემიის გამო ბევრს სახლებიდან მუშაობა მოუწია. დასაქმებულები სოციალურ მედიას სამსახურეობრივი მიზნებისთვის იყენებენ, შესაბამისად მათ სამუშაოსა და დასვენების ერთმანეთისგან გამიჯვნა უჭირთ.
ევროპარლამენტს სურს დაამტკიცოს დასაქმების ახალი გაფართოებული კანონი, რომელიც დასაქმებულებს განტვირთვის საშუალებას მისცემს. ევროპარლამენტარი ალექს სალიბა კანონმდებლობის განახლების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„კანონმდებლობა მაშინ დაიწერა, როდესაც ციფრული ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებაში არც ისე აქტუალური იყო. ამიტომ სწორედ ახლა არის შესაფერისი დრო, რომ კანონი განვაახლოთ,“ განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კანონპროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა. პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ იმის თაობაზე, თუ რამდენად უნდა გამკაცრდეს შეზღუდვები სამუშაო საათებზე.
კანონის შესაძლო შესწორება პირდაპირ უკავშირდება 2020 წელს მიღებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირი მუშაობის ციფრულ ფორმატში გადადის. პროფკავშირებს კი მიაჩნიათ, რომ ეს დამატებით შეფერხებას გამოიწვევს. ევროპის პროფკავშირის კონფედერაციის წარმომადგენლის ისაბელ შომანს კი მოაჩნია გადაწყვეტილება დაგვიანებული არის და კრიზისულ პირობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის გადადება არ შეიძლება.
ევროკავშირის ქვეყნებში, გადაღლილთა მონაცემები არ არსებობს, მაგრამ პანდემიამდე არსებული ევროფონდის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში დასაქმებულთა მინიმუმ 10 პროცენტს გადაღლის სიმპტომები აღენიშნება. ექიმების ინფორმაციით, თერაპია მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც პაციენტს განტვირთვის საშუალება მიეცემა.
ფსიქოლოგი სტეფანი ლებლანის თქმით კი ხშირ შემთხვევაში დასაქამებულებს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ამის აღიარება უჭირთ.
ავტორი: თორნიკე კოპლატაძე