მთავარი მსოფლიო ახალი პრეზიდენტის ახალი გეგმები

ახალი პრეზიდენტის ახალი გეგმები

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტია. მთელი მსოფლიო, უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის პირველ ნაბიჯებს ელის. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური გავლენის მიზეზით ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური გეგმები ბევრი სხვა სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკაზე პირდაპირი გავლენის მატარებელია.

ჯო ბაიდენის ერთ-ერთი უპირველესი მიზანი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი ვაკუუმის შევსება იქნება.

ეს მიზანი ითვალისწინებს როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ ნაწილს, მაგალითად

  • ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დისლოცირებული და ტრამპის მიერ შემცირებული სამხედრო ძალების რაოდენობის კვლავ გაზრდას
  • გაძლიერდება თანამშრომლობა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ტრადიციულ მოკავშირეებთან, ისრაელთან, ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან

ახალი პრეზიდენტის გეგმებში დიდი ყურადღება დაეთმობა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლასაც

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირთან და ნატოსთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაზიანებული ურთიერთობების აღდგენას, ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებების ფონზე დიდი იმედებია თბილისში ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთერთი კოზირი ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისია

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაცილებით უფრო პრინციპული იქნება საკუთარ მოკვაშირეებთან დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მხრივ, აღდგება ამერიკული მხარის მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რისი დასტურიც არის ბიძია სემის დაბრუნება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

 

ავტორი: ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები