მთავარიკუბიკვლევა: 2020 წელს მომხმარებლებმა უფრო მეტი დრო TikTok-ზე გაატარეს, ვიდრე Facebook-ზე

კვლევა: 2020 წელს მომხმარებლებმა უფრო მეტი დრო TikTok-ზე გაატარეს, ვიდრე Facebook-ზე

 

პირველად ისტორიაში მომხმარებლები უფრო მეტ დროს ატარებენ გასართობ აპლიკაცია “ტიკტოკზე”, ვიდრე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

ანალიტიკური კომპანია App Annie-ის ცნობით, TikTok-ში მომხმარებლების მიერ გატარებული დრო მსოფლიოს დიდ ქვეყნებში, წინა წელთან შედარებით, 325%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ TikTok-მა გაუსწრო Facebook-ს.

კომპანიის ცნობით, პანდემიის დროს, წინა წელთან შედარებით, ყველა აპლიკაციის გამოყენების სიხშირემ მოიმატა. თუმცა გასართობი ვიდეოპლატფორმა TikTok-ის შედეგები სხვებზე უფრო შთამბეჭდავია.

TikTok-ი წელს ლიდერობს როგორც იქ გატარებული დროის ხანგრძლივობით, ასევე მომხმარებელთა რაოდენობით. ანალიტიკური კომპანიის ცნობით, 2021 წელს TikTok-ის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიარდს მიაღწევს.

კომპანიის განმარტებით, აქტიური მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით TikTok-ი ისეთი მაღალი რანგის აპლიკაციების რიგში დაიკავებს ადგილს, როგორებიცაა Facebook-ი, Messenger-ი, Instagram-ი, YouTube-ი და ჩინური Wechat-ი.

კომპანია App Annie-ის ანგარიში რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, მობილურის გამოყენება მაქსიმალურად გაიზარდა. 2020 წელს მობილური აპლიკაციების გადმოწერის რაოდენობა 218 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 7%-ით მეტია.

მობილური აპლიკაციების მომხმარებელთა რაოდენობის მატებამ, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია სარეკლამო ინდუსტრიაზე. App Annie-ის ცნობით, მობილური რეკლამის ხარჯი მსოფლიოს დიდ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთსა და რუსეთში, 240 მილიარდ დოლარს აღწევს.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ გაიზარდა მოთხოვნა ისეთ აპლიკაციებზე, როგორებიცაა თამაშები, მიტანის სერვისი, სტრიმის სერვისები, საყიდლები და ა.შ.

რაც შეეხება ვიდეოსტრიმინგის აპლიკაციებს, ამ სფეროში ლიდერი ისევ YouTube-ია. ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელი ერთ თვეში, საშუალოდ, 23 საათს ატარებს YouTube-ზე. შედარებისთვის, ფილმების სტრიმინგ სერვისს Netflix-ს მომხმარებელი საშუალოდ 6 საათს უთმობს.

TikTok Beats Facebook in Time Spent Per User

 

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend