მთავარიამბებირვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის გამოთვლის წესები გადაიხედება

რვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის გამოთვლის წესები გადაიხედება

პარლამენტი რვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის გამოთვლის წესები გადახედვას აპირებს, რაც მათი მოხმარებისთვის მსაჯვრდებულთა ნაწილს, ვისაც ამნისტია არ შეხებია,  საქმის გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს. ახალი რეგულაცია არ გავრცელდება  ნარკოტიკების გასაღებისთვის მსჯავრდებულ პირებს.

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულ პირთა ნაწილს, ვისაც ამნისტია არ შეეხო, შესაძლოა საქმის გადახედვის შესაძლებლობა მიეცეს. შესაბამის კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტი მუშაობს.

საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება.

კერძოდ, ცვლილება შეეხება რვა ნარკოტიკული ნივთიერებას: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველიძემ 20 იანვარს ბრიფინგზე განაცხადა.

სარჯველაძის მიხედვით, რვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის გამოთვლისა და დაზუსტების წესების შეცვლის საკითხი განიხილება. ამ წესების ცვლილებამ შესაძლოა, მსჯავრდებულთა ნაწილს საშუალება მისცეს, რომ მათი სასჯელები გადაიხედოს. ახალი კანონი გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა.

„ამ კანონპროექტის ახლებურმა რეგულაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმართებაშიც. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთა მიმართებაში გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს, რომელთა საქმეებზეც გავლენას იქონიებს ეს კანონი და მნიშვნელოვანი იქნება დოზების ხელახალი გადააზრებული პოლიტიკის საკითხი“, – განმარტა სარჯველაძემ.

თუმცა იქვე  დააზუსტა, რომ ახალი კანონი არ შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.

„ვიმეორებ, რომ ეს კანონი გავლენას არ იქონიებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე. მძიმე ფორმებზე ნარკოდანაშაულის, მაგალითად, მომხმარებლებთან მიმართებაში თუკი აქამდე პირი გასამართლებული იყო დიდი ოდენობისთვის და ახლებური საკანონმდებლო ხედვიდან გამომდინარე, ეს იწვევს განახლებულ, სხვაგვარ კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის გავლენას იქონიებს მსჯავრდებულ პირებზე. ბუნებრივია, გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა. შესაბამისად, პირები, რომლებზეც გავლენას მოახდენს ეს კანონპროექტი, მათ ექნებათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება და განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული პროცედურები, რომლებიც შედარებით გამარტივებულია სტანდარტული გადასინჯვის პროცედურებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ, როგორც შესაბამისი  სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში დასქმებული ექსპერტები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend