მთავარიმსოფლიოსენატორობიდან პრეზიდენტობამდე - ჯო ბაიდენის 48 წლიანი პოლიტიკური კარიერა

სენატორობიდან პრეზიდენტობამდე – ჯო ბაიდენის 48 წლიანი პოლიტიკური კარიერა

წინასაპრეზიდენტო კამპანია აშშ-ში დაძაბული იყო. რამდენიმეთვიანი მართონი ჯო ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა. ბაიდენის პოლიტიკური კარიერა პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრენტონიდან დაიწყო, პროფესიით იურისტი, 1971 წელს ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა. არაერთი წარუმატებლობისა და პირადი ტრაგედიის შემდეგ, ჯო ბაიდენი 2009 წელს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. 2020 წლის 7 ნოემბერს კი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ ის პრეზიდენტად აირჩია.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში დემოკრატები  ემოციურად ადევნებდნენ თვალს საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესს, მათ საბოლოოდ შვებითა და სიხარულით ამოისუნთქეს, როცა 7 ნოემბერს მედიასაშუალებებმა ბაიდენი ამ რბოლაში გამარჯვებულად გამოაცხადეს.

ჯო ბაიდენმა რთული გზა პოლიტიკური პარტიის რიგებიდან აშშ-ს პრეზიდენტობამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ განვლო. მისი პოლიტიკური კარიერა პენსილვანიის ქალაქ სკრენტონიდან დაიწყო.

ჯო ბაიდენმა დაამთავრა სამართლის სკოლა და სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, ცოტა ხნით ადვოკატადაც მუშაობდა. იგი იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატორი, როდესაც ყველასგან მოულოდნელად 1972 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. ეს იყო მისი 40-წლიანი კარიერის გამორჩეული დასაწყისი.

თუმცა მისი ეს კარიერული წარმატებები დიდმა ტრაგედიამ დაჩრდილა. სენატორად არჩევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მისი პირველი მეუღლე ნეილა და ქალიშვილი ემი ავტოავარიაში დაიღუპნენ.

ბაიდენმა კიდევ ერთი მძიმე ოჯახური დანაკლისი 2015 წელს განიცადა, როდესაც მისი ვაჟი ბო ბაიდენი ტვინის სიმსივნისაგან გარდაიცვალა.

1987 წელს წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ, ბაიდენმა ბედი 20 წლის შემდეგ კვლავ სცადა, თუმცა ამჯერად ბარაკ ობამას, ამ ქარიზმატული ოპონენტის ჩრდილქვეშ მოექცა. თუმცა  ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დააფასა ხანდაზმული კოლეგის გამოცდილება და იგი ვიცე-პრეზიდენტად აირჩია.

ბაიდენმა საპრეზიდენტო მარათონში ბედი 2020 წელს კვლავ სცადა, როდესაც დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს ბევრ პროგრესულად მოაზროვნე ლიდერთან ერთად აღმოჩნდა.

არადამაჯერებელი დასაწყისის მიუხედავად, მან მალევე მოიპოვა გამარჯვება მემარცხენე ბერნი სანდერსთან დაპირისპირების დროს, ბერნი მისი მთავარი მეტოქე იყო.

მისი პარტია ჯერ კიდევ ორად იყო გაყოფილი, როცა ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო. იგი მალევე აღმოჩნდა დონალდ ტრამპის ბანაკის სამიზნე. ისინი ბაიდენს კორუფციაში სდებდნენ ბრალს.

ეს ბრალდებები მისი შვილის  ჰანტერის უკრაინაში ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა. ეს მხოლოდ ერთი ნაწილი იყო ბაიდენის წინააღმდეგ მიმართული მრავალრიცხოვანი თავდასხმებიდან.

ტრამპის ბანაკის წარმომადგენლები ჯო ბაიდენს დაუნდობლად დასცინოდნენ.

… ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიას დელავერიდან, საკუთარი სახლიდან, ეწეოდა.

თუმცა ბაიდენი სახლიდან საბრძოლო მზადყოფნაში გამოვიდა და, ცნობილი სატელევიზიო დებატების დროს, შეეცადა მაქსიმალურად კარგი და გაწონასწორებული ყოფილიყო.

სტაბილური და გაწონასწორებული ბაიდენი  არასტაბილური და ფეთქებადი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებაში ამერიკელმა ხალხმა ბაიდენი აირჩია. მაგრამ არა ყველამ. და ამიტომაც ბაიდენის ყველაზე დიდი გამოწვევა პრეზიდენტ ტრამპის პერიოდში გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანება იქნება, ქვეყნისა, რომელშიც ბევრ ადამიანს მისი ლიდერობის სურვილი არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend