მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი: "პაციენტებთან ეკიპირებულები რომ შევდივართ, ეს მათთვის  ძალიან დიდი სტრესია"

ერთი ექიმის ამბავი: “პაციენტებთან ეკიპირებულები რომ შევდივართ, ეს მათთვის  ძალიან დიდი სტრესია”

52 წლის ექიმი ხათუნა ჯაფარიძე კოვიდინფიცირებულთა სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღიურად იბრძვის. პანდემიის დასრულებაზე ხშირად ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს არცთუ ისე ახლო პერსპექტივაა. მანამდე კი ვერაფერს უხერხებს დარდს, რომელიც კოვიდპაციენტებთან ეკიპირებით შესვლის დროს ეუფლება.

„კორონავირუსი არ ჩანს. ის არ არის ხილული. ინტენსიური თერაპიის  განყოფილებაში კი ყველა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, არა აქვს მნიშვნელობა, კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული თუ არა. პაციენტებთან ეკიპირებულები რომ შევდივართ, ეს მათთვის  ძალიან დიდი სტრესია. პაციენტი არ არის მედიცინის მუშაკი, ის თეთრ კომბინიზონში გამოწყობილს გიყურებს, ეს ხომ ფსიქოლოგიური ტრავმაა. ის ამ მომენტში უფრო მძაფრად აღიქვამს თავისი მდგომარეობის სიმძიმეს. მე რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, უფრო მტკივნეულად აღვიქვამდი და ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იქნებოდა. ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გავამხნეოთ, მოვეფეროთ, ბევრი ისეთი სიტყვა ვუთხრათ, რომ მათთვის ამ დახურულ სივრცეში არსებობა გაუსაძლისი არ გახდეს“, – ამბობს ხათუნა ჯაფარიძე, კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი

 

ავტორი: ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend